დაიბადა ქალაქ თბილისში 1938 წლის 1 აპრილს. თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1952 წელს შევიდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სადაც სწავლობდა 4 წელი. 1960 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ინსტიტუტის მეორე კურსიდან მიწვეული იქნა კინოში, ხოლო მეოთხე კურსიდან მიწვეულ იქნა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. 1974 წლიდან მუობდა რეჟისორ რობერტ სტურუას ასისტენტად.